ზუგდიდელი აქტივისტი და „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს. დაკავების მიზეზი ფოიერვერკის გამოყენება გახდა.
მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარსაც დააკავა. მან ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.