ევროპარლამენტი მომდევნო კვირას „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ დებატები გაიმართება, „პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში”.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიის პირველ სხდომაზე გაიმართება.