უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ცნობით, შეთანხმება უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა.
არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ახალი სტრუქტურის მეშვეობით ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიმდინარე რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.
შეთანხმება, ასევე უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის სტატუსს ენერგეტიკის სექტორში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოების სტრატეგიაში.