ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს.
როგორც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აღნიშნავს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“.
მისი თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს.
გარდა ანდრო ჭიჭინაძისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საპატიმროში მოინახულეს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძეც.