,,პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს” – პესკოვი

„ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა.

,,პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

,,რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა” – ტუსკი

მსგავსი თემები