ოჯახი თურქეთში დაკარგულ 29 წლის თორნიკე მეგრელიშვილს ეძებს

ოჯახი თურქეთში დაკარგულ 29 წლის თორნიკე მეგრელიშვილს ეძებს. ოჯახის ცნობით, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თორნიკე მეგრელიშვილი, საქართველოდან თურქეთში სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტში 2024 წლის 29 დეკემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

რაც შეეხება გარეგნობას, დაკარგვამდე თორნიკე მეგრელიშვილს გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ტანთ ეცვა შავი ქურთუკი და ყვითელი ჩექმები. ის საუბრობს ქართულად და რუსულად, არ იცის თურქული.

თორნიკე მეგრელიშვილთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევისთვის საკონტაქტო ნომერია 0530 600 17 40

მსგავსი თემები