პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.