„ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის მიღებაზე და ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის” – ისრაელის მთავრობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც შეთანხმების დასასრულებლად ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება ვიდრე შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ მიიღო შეთანხმების ყველა ელემენტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ღამით კატარის მთავრობამ, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ საბოლოო შეთანხმება არ არის დადებული და დარჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ აშშ-ის და არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

მსგავსი თემები