,,მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყოს”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა და ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
,,მივესალმები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შეთანხმების მიღწევისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების გამოცხადებას. ჩემს მადლიერებას გამოვხატავ შუამავლების – ეგვიპტეს, ყატარისა და შეერთებული შტატების მიმართ.
მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყოს. ახლა ჩვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს იმ უდიდესი ტანჯვის შემსუბუქება, რომელიც ამ კონფლიქტმა გამოიწვია”, – აღნიშნა გუტიერეშმა.