იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის დაბონმბვას წყვეტენ. შიიტური დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავენ.
ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება 19 იანვრიდან შეწყდება, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებები ოფიციალურად ამოქმედდება.
ასევე, ჰუსიტები აცხადებენ, რომ ისრაელი რეგიონში სტაბილურობისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.