„სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ -ის საქმეზე, 100 გვერდზე მეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება.

„გადაწყვეტილებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა, თან ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხიც. რაც შეეხება მოსამართლე ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სამართლიანი სასამართლოსი მისცა წინააღმდეგ ხმა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი, მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილ იქნა როგორც სრულიად დაუსაბუთებელი“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მინისტრის შეფასებით, ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლდე შეჯამება, რაც შეეხება მის სამოტივაციო ნაწილს, მას დეტალურად გაეცნობა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ტელეკომპანიის ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. საბოლოოდ კი დადგინდა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი.

მსგავსი თემები