„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ იყიდება

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100-პროცენტიან წილს ყიდის. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100 პროცენტიანი წილის აუქციონის გზით გასხვისება. როგორც განკარგულებაში წერია, სამინისტრომ ქართლის ქარის ელექტროსადგური გასაყიდად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან“ პარტნიორობით უნდა მოამზადოს.

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დამფუძნებელი სახელმწიფოა და პროექტის მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 24 მილიონ დოლარიანი კრედიტი გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიებისმიმართულებით პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა

მსგავსი თემები