ბათუმში აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი მომიტინგე, სავარაუდოდ დაშავებულია.
„მსვლელობის დროს, ჯოხი გადაატეხა ჯერ ერთს, მერე მეორეს დაზარალებული გვყავს, ვერ დგებოდა ადამიანი ფეხზე და პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იდგა სანამ ყურით არ მოვათრიეთ და ჩვენ რის გამო გვიჭერენ ბიჭო” – აცხადებს აქტივისტი რომა მახარაძე.