მედიის ინფორმაციით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება.
ისრაელის მედიის თანახმად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ „პასუხისმეგებლობით“ უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.