რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 25 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები, ასევე კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაში მონაწილე სამხედროები. გათავისუფლებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილები და დაავადებულები.

„და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა ჩვენიანს არ დავაბრუნებთ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის ტყვეობიდან 25 რუსი სამხედრო გათავისუფლდა.

 

მსგავსი თემები