ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციაზე დაკავებული „დროას“ წევრი და აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ სიჭინავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ქტივისტი აცხადებს, ის ჯარისმის გადახდას არ აპირებს.
“სიმართლე გითხრა ამის მოლოდინი არ მქონდა და მზად ვიყავი 10-15 დღე ან რამდენსაც მომისჯიდა უსამართლო სასამართლო გამეტარებინა იზოლატორში, სადაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს.
ჯარიმას, რომლის გადახდაც სასამართლომ დამაკისრა, არ გადავიხდი “ – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.
მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს ზუგდიდში დააკავა. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.