ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. ის ასევე შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების ძირითადი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის მომავალი სამხედრო დახმარების გაგრძელება იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი კონფერენცია 2026 წელს პოლონეთში ჩატარდება.

მედიის ცნობით, ლიდერებმა ასევე განიხილეს ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხიც.

მსგავსი თემები