,,პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია”, – ამის შესახებ ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერმა, მეგი ჟღენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორად. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არ არის, ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა, ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნით.
სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ის ტერიტორიაა, სადაც სტუმრები მოძრაობენ და შესაბამისად დასუფთავდა. პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა, თუმცაღა სხვა, ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მიერ”, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.