დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს 3-საათიანი „გამაფრთხილებელი გაფიცვა“ მიმდინარეობს. დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3-დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები, ოფისები და საწარმოები.

მოქალაქეები გაფიცვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან. მათი მთავარი მოთხოვნები საპროტესტო აქციებზე დაკავებულო მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

მსგავსი თემები