გამომძიებლები სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დასაკავებლად კედელზე გადაძვრნენ და მავთულხლართები გადაჭრეს

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, გამომძიებლები კედელზე გადაძვრნენ და მავთულხლართები გადაჭრეს, რომ დაკავების ოპერაცია განეხორციელებინათ.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს.

იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებაში ედება.

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი დააკავეს

 

 

 

მსგავსი თემები