გაფიცვა დაიწყო – ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს

ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3-დან 6 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები, ოფისები და საწარმოები.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. დილიდან თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების სხვადასხვა შენობებზე საპროტესტო ბანერები გამოჩნდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის მთავარი მოთხოვნები საპროტესტო აქციებზე დაკავებულო მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ

 

მსგავსი თემები