,,ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
,,მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ დაგვაშინოს რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში.
არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები – იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე ძალადობრივი რეჟიმის.
ასე, რომ ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა