რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს.

„კიდევ ერთი მასიური რუსული შეტევა. შუა ზამთარში რუსების სამიზნე უცვლელი რჩება: ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

თავდასხმის დროს 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. მათგან, სულ მცირე, 30 განადგურდა. ასევე, 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის და „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს გაცემული დაპირებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

მსგავსი თემები