ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.