აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენი აცახდებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მზად არის განსახორციელებლად. თუმცა აღნიშნავს, რომ ამისთვის, „ჰამასის“ თანხმობაა საჭირო.
„მჯერა, ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას“- ამბობს ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, სხვადასხვა მოვლენამ გაართულა შეთანხმების დასრულება.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენმა ინტენსიურმა ძალისხმევამ მიგვიყვანა საბოლოო შეთანხმების ზღვარზე. კვირას შეერთებულმა შტატებმა, კატარმა და ეგვიპტემ წარმოადგინეს საბოლოო წინადადება. ბურთი ახლა ჰამასის მოედანზეა“, – განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.