“ამერიკა თანახმაა! სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს”- კონგრესმენი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამერიკა ეთანხმება “ევროპული სახალხო პარტიის” რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ახალ არჩევნებს მოითხოვს.

“მივესალმები “ევროპული სახალხო პარტიის” ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს. ამერიკა თანახმაა!” – წერს უილსონი.

მსგავსი თემები