აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები გამოკითხვაზე იმყოფებიან

აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული ადამიანები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“- აცხადებენ საელჩოში.

აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი თემები