“საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა”- მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტობა სახიფათოა.

“თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ახლა უკვე საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს დისკუსიისთვის დემოკრატიაზე, რომელიც ჩამოშლის პირასაა. ყველა მზერა საქართველოზე!” – წერს როთი.

 

მსგავსი თემები