სლოვაკეთში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრის დანიშვნას გეგმავს. მათი თქმით, ისინი კენჭისყრას უახლოეს დღეებში ჩანიშნავენ.
„რობერტ ფიცომ დატოვა სლოვაკეთი. იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში ყოფილიყო და პრობლემების გადაჭრაზე ემუშავა, ის მოგზაურობს მსოფლიოში და ქედს უხრის დიქტატორებს“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ.