“სამხრეთ ოსეთი” საქართველოს, ორი დამნაშავის გადმოცემას სთხოვს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი, სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი საშიში დამნაშავეები არიან. ძებნილების გადაცემას, სამხრეთ ოსეთი ითხოვს. 

დამნაშავეები გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი ძებნილი დაჭრილია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა).

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ერგნეთის გავლით მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია. ახლა მიმდინარეობს დაკავებული პირების „სამხრეთ ოსეთის“ მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხის განხილვა“, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი.

მსგავსი თემები