აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია  მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები პირდაპირ ერთერს ითხოვენ. მათი თქმით, ეს ტელევიზია ეწევა პროპაგანდას და  მოქალაქეების დაკავებას უკვეთავს. გარდა ამის, აცხადებენ რომ  ტელევიზიის თანამშრომლებმა, კოლეგის მზია ამაღლობელის, დაკავებას სათანადო ყურადღება არ დაუთმეს.

„ეს დაწესებულება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი. მე დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არის შსს-ს დანაყოფი. მათი წამყავანის შეჩერება და ჩემი გამოძევება უზრუნველყო პოლიციამ“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი თემები