“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები მიუღებელია”- ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც “უსამართლოდ” დააკავეს ბათუმსა და თბილისში. განცახდებას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებები, მიუღებელია. ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები