დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.