ბლინკენი და ოსტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მშვიდობის პუტინისეული გეგმა მდგრადი მშვიდობის მომტანი არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მშვიდობის პუტინისეული გეგმა მდგრადი მშვიდობის მომტანი არ არის.

The New York Times-თვის დაწერილ ერთობლივ სტატიაში ისინი შტატების მომავალ ლიდერსა და მის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ნაადრევი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არმიას ძალების მოკრების საშუალებას მისცემს.

ბლინკენი და ოსტინი წერენ, რომ უკრაინის გადასარჩენად და ამერიკის უსაფრთხოებისთვის საჭიროა ძალაზე დაფუძნებული მშვიდობის პოლიტიკის გატარება.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ და გააძლიერონ კიევის პოზიციები მოლაპარაკებების დასაწყებად, იმ პროცესისთვის, რომელიც პუტინის აგრესიულ ომს ოდესმე დაასრულებს.

მსგავსი თემები