,,დროა დავიწყოთ ფიქრი იმ გეგმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა გზა არ არის”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ.
,,რაც ახლა საქართველოში ხდება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის, რომელიც ევროპის პერიფერიაზე ხდება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც იქ ხდება. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: არაღიარება, სანქციები და ახალი არჩევნები. პირველი, არაღიარება – ,,ქართული კოშმარი” სასოწარკვეთილად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზიტების თავიდან აცილება მოხდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.
ქართველმა ხალხმა დებიძინიზაციის პროცესი დაიწყო და ისინი ამ პროცესს გააგრძელებენ. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ არასდროს დანებდებიან და არასდროს დავუშვებთ, რომ საქართველო ,,რუსკი მირის” ან რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს.
მეორე, სანქციები – გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ აშშ-მა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა.
მესამე საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი არჩევნები – დროა დავიწყოთ ფიქრი იმ გეგმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა გზა არ არის”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.