კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვარიანტი წარუდგინა

კატარმა ისრაელსა და დაჯგუფება ,,ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო ტექსტი გადასცა, რომელიც ასევე,  2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს.

Reuters-ს ერთ-ერთი წყარო უყვება, რომ შეთანხმების პროექტი მოლაპარაკებების შედეგად გვიან ღამე შეადგინეს. მოლაპარაკებებში კონფლიქტის მხარეების გარდა მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ბრეტ მაკგერკი და არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიკტოფი.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ისრაელი და „ჰამასი“ ახლა შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. ანალოგიური რამ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მხარეებს შორის დღეს არის დაგეგმილი.

მსგავსი თემები