ამ წუთებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა თბილისში იმყოფებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მომხსენებლებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესების შესახებ გააცნობენ ინფორმაციას. ასევე, შეხვედრაზე ისინი მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.
ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.