გუშინ, გვიან ღამით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის ირაკლი კორძახიას თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.
ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“, – აღნიშნავს კლინიკის ექიმი.
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა