,,აშშ-ს არასდროს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში” – პესკოვი

„შეერთებულ შტატებს არასოდეს უთამაშია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში და შეიძლება, პირიქითაც ითქვას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, ახალი ქვეყნების ჩათრევას თავის კვალდაკვალ.

პესკოვმა ახსენა მნიშვნელოვანი დივიდენდები, რასაც სომხეთი იღებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფარგლებში.

„ორმხრივი ასპექტების გარდა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესების ფარგლებში ჩვენი ურთიერთობის ასპექტები, მათ შორის არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. ეს ყველაფერი ერთად არის თანამშრომლობა, რომელიც მნიშვნელოვან დივიდენდებს აძლევს სომხეთსა და მის ხალხს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

მსგავსი თემები