ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, აქცია იმართება.
პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა.
,,ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა