“პუტინმა ომი დაიწყო საქართველოსა და უკრაინაში, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?”- რუტე

“წარსულში პუტინი იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც – საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტე ამბობს, რომ მშვიდობა არ გაგრძელდება თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება. მე არ ვიცი როდის ან როგორ დასრულდება ომი, მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს, რადგან ის ამაზე არ გაჩერდება. წარსულში ის იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც – საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. ვინ იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ ომი პუტინთან შეთანხმებით დასრულდება“- განაცხადა რუტემ.

 

მსგავსი თემები