მიხაილ როთი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა.

მიხაილ როთი აქციაზე დემონსტრანტებს გაესაუბრა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სადაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

მსგავსი თემები