რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდებს. ბინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მინდა მთელი ყურადღება გაზის ტრანზიტის შეჩერებასთან დაკავშირებული ვითარების მოგვარებაზე გავამახვილო. დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის განზრახვა არ მაქვს“ – წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სთავაზობს.
~