პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქცია იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საიდანაც მოქალაქეები მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ. აქციას შეუერთდება ფარმაცევტების მარშიც.

უწყვეტი პროტესტის 47-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.

 

მსგავსი თემები