გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ხედავს.
„მე ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ. სწორედ ამიტომ, ახალი ლეგიტიმური მთავრობისთვის, ახალი ლეგიტიმური პარლამენტისთვის, რომელიც ქუჩაში თავისუფლებისთვის გამოსული ხალხის სახელით საუბრობს, ახალი არჩევნები გვჭირდება. ისინი ქუჩაში არა მაღალი პენსიებისთვის ან უკეთესი კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის გამოდიან, არამედ ევროპული ღირებულებებისთვის და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“ – განაცხადა მიხაილ როთმა.