აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ დონალდ ტარმპთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
„დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ. მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“ – წერს ჯო უილსონი.