რაზე შეთანხმდა ჩინეთი და ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგის ფარგლებში?!

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლაფენგმა და ბრიტანეთის ფინანსთა კანცლერმა რეიჩელ რივზმა ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მე-11 ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი წარმატებით დაასრულეს. მხარეები 69 ურთიერთ სასარგებლო პუნქტზე შეთანხმდა.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ხელს უწყობს ორივე მხარის განვითარებას. ისინი  იმუშავებენ ერთად, რომ შეინარჩუნოს გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები უსაფრთხოდ; ასევე, შეთანხმდნენ, რომ მოეხსნას ორმხრივ ინვესტიციებს დაბრკოლებები და ხელი შეუწყონ არადისკრიმინაციულ და ღია ბიზნეს გარემოს; მხარეებმა მიაღწიეს მრავალ საერთო შეთანხმებას  სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თანამშრომლობის ერთობლივი თანამშრომლობის შეხვედრების ახალი რაუნდი“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

ორივე მხარე მზაობას აცხადებს, დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმებების შესრულება რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაიწყოს. „დიალოგი რაც შეიძლება მალე“ – ასეთია საერთო აზრი.

„მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის სამრეწველო თანამშრომლობის პარტნიორობის გაღრმავებაზე და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევაზე.

„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საფინანსო სექტორს, როგორც თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხს და გამოთქვა მზადყოფნა გააძლიეროს თანამშრომლობა ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკისა და ფინანსური მარეგულირებელი თანამშრომლობის კუთხით“ – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ასევე აღნიშნეს, რომ ამ დიალოგის შედეგები სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს.

„ისინი ასახავს ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის სიღრმეს და მსოფლიოში ეკონომიკური გლობალიზაციისა და მულტილატერალიზმის გაბატონებულ ტენდენციას“ – განმარტეს უწყებაში.

მსგავსი თემები