რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას აპროტესტებენ. ისინი კენჭისყრის შედეგების ოფიციალურად დამტკიცებას, მეორე ტურის ჩატარებას და მოქმედი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის გადადგომას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე 2 დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად დაზვერვის ინფორმაცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც დასტურდება არჩევნებზე რუსეთის გავლენა. ბრალდებები უარყო მოსკოვმა.
ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად უკვე დასახელდა 4 და 18 მაისი. ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას კალინ ჯორჯესკუ.