იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, წინასწარი შეფასებით, 6.9 მაგნიტუდა იყო. იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურაში იყო.
ცუნამის გაფრთხილება გაიცა მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურებისთვის. ამ დროისთვის, დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.