FBI-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს

FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ მისთვის ერთ-ერთი რთული იყო.

„თუმცა, ახალმა პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ ცვლილებებს აპირებს. კანონით მას ამის გაკეთება ნებისმიერი მიზეზით, ან მის გარეშე შეუძლია.

მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბიუროსთვის უკეთესი იქნებოდა გამეკეთებინა ეს ორგანიზებულად, რათა FBI პოლიტიკურ ბრძოლაში უფრო ღრმად არ ჩაგვეთრია“, – აღნიშნა რეიმ.

კრისტოფერ რეი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი 2017 წლიდან არის.

მსგავსი თემები